Friday, April 5, 2019

მადრიდში გაზის აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაშავდა

ესპანეთის დედაქალაქში 13-სართულიან კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად შენობის ბოლო სართული ჩამოინგრა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავდა 16 ადამიანი. არცერთ მათგანს სხეულის მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება.
დაზიანდა შენობასთან მდგარი ავტომანქანებიც. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment