Friday, April 5, 2019

"მიცვალებულს რომ მობილურს მოპარავ და ცოლს აჩუქებ"- ამბავი, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა

ფაქტი, რომელზეც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, შოთო სიხარულიძე წერს, სრულიად სოცქსელის განხილვის საგანი გახდა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


საქმე ეხება სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის დროს გარდაცვლილი ბექა შატაკაშვილის მობილურ ტელეფონს, რომელიც ხანძრის დროს დაიკარგა და რომელსაც დედამისი დღემდე ეძებდა.
როგორც პოსტიდან ირკვევა, აღნიშნული ტელეფონი ერთ-ერთ მეხანძრეს აუღია და დღემდე იყენებდა.

"მიცვალებულს რომ მობილურს მოპარავ და ცოლს აჩუქებ, თან გარდაცვლილი დედისერთა სტიქაროსანის ფოტოებს და ვიდეოებს ნახავ და წაშლი... რა ადამიანი ხარ? სიმბარათს 1 წლის მერე ჩადებ და პოლიცია ნომრის გააქტიურებისთანავე თავზე დაგადგება... (წაუშლია ლეოგრანდში დაღუპული ბექა შატაკიშილის სურათები და ვიდეოები და მისი ფეისბუქი ჰქონია გახსნილი.და მისი ცოლშვილის ფოტოებით, ვიდეოებით) არ ვიცი, რა ვთქვა, გული დამეწვა და დამეთუთქა, ბექას დედა ასე გამწარებულია. ეს რა ჩაიდინა მაშველმა.... როგორ ეძებდა დედა მისი შვილის მობილურს, რომ ეტარებინა მისი შვილის ნივთი, ჰქონოდა მისი ნომერი, ფოტოები, ვიდეოები და ყველაფერი, რაც მის ერთადერთ შვილს უკავშირდებოდა.... გავქვავდი, ენა ჩამივარდა.... პ.ს. მეც ქართველი უნდა მერქვას და მაგასაც; ეგეც ბათუმელი უნდა იყოს და მეც??? სულ გადაჯიშდა და გადაგვარდა ეს ხალხი, უკვე გადაშენების პირას არიან.... ბექას დედის წერილმა დამშოკა. ეს რომ წავიკითხე, შვილის მობილურს ვეძებდიო......
მე ამისთანა უზნეო და უნამუსო ადამიანი, ჩლუნგი, გაუნათლებელი, ბოროტი, უზნეო, ნაძირალა, უჯიშო არსება თუ იქნებოდა ჩემი თანაქალაქელი, რას ვიფიქრებდი!! ძალიან სამარცხვინო მაშველია ეს, ძალიან! უბრალოდ, სირცხვილი არც იცის რა არის! "შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი"

აქვე გთავაზობთ ემიგრანტებო ბექას დედის წერილს: ისე, რომ იცოდეთ, ვარ ბექა შატაკიშვილის დედა, რომელიც დაიღუპა წინა წლის 24 ნოემბერს, ლეოგრანდში მომხდარი ხანძრის დროს. დედას, რომელსაც ერთი შვილი მყავდა და ისიც დამეღუპა, ვეძებდი ტელეფონს მთელი წელიწადი და თვეები, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ფოტოები და ვიდეოები მინდოდა, აღმოჩნდა, რომ ეს ტელეფონი მაშველს ხანძრის დროს მოუპარია, სიმბარათის გარეშე ჰქონია სარგებლობაში და როგორც კი სიმბარათი გაააქტიურა, ეგრევე ფაქტზე დაასწრო პოლიციამ, ეს მიცვალებულების მძარცველი ნაგავი ადამიანი, ტელეფონში დარჩენილია ეს ფეისბუკი და მინდა ყველა იცნობდეთ ამ დამპალ ადამიანს, რომელმაც ჩემი მკვდარი შვილის ტელეფონით ამ დრომდე ისარგებლა და არ მიმართა საპატრულო პოლიციას. ჯერ სად არის, ყველა უბედურების და სისაძაგლის მოლოდინში იყოს, იცნობდეთ მკვდრების მძარცველს, ეს ინფორმაცია გავრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და ყველამ იცოდეთ, ამ ადამინს არც მკვდრები და არც ცოცხლები არ ანდოთ, მიცვალებულის ნივთი საჩუქრად მოუტანა თავის ცოლს, წაშალეს ჩემი შვილის ფოტოები და თავიანთ შვილებს გადაუღეს ფოტოები, როგორ ცხოვრობ ან სუნთქავ შე საცოდაო. უნამისობის და სიბოროტის პიკი. მოგეთხოვება შე დამპალო კაცო, აუცილებლად მოგეთხოვება, ჯერ სად ხარ, კიდევ თუ ვინმეს რამე ნივთი გაქვთ დაკარგული, ამ მაშველთან მოძებნეთ !!!! "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები"- წერს შოთო სიხარულიძე.
ამავე პოსტის კომენტარებში აღნიშნულ ფაქტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახური, მიშა ფეიქრიშვილი გამოეხმაურა.
როგორც ფეიქრიშვილი წერს, აღნიშნული პიროვნება დათხოვნილია სამსახურიდან და აუცილებლად გაირკვევა, რა მოხდა რეალურად.
"აღნიშნული პიროვნება სამსახურიდან დათხოვნილია და გატარებულია შესაბამისი ზომებიც, რომ გაირკვეს, რა მოხდა. 
იმდენად შოკისმომგვრელი ფაქტია, რომ ამ თემაზე არც დუმილს აპირებს ვინმე, არც ხელის დაფარებას ან გამართლებას. აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენგან ქალბატონ ქეთის."- წერს მიშა ფეიქრიშვილი.
2017 წელს ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყო 22 წლის ბექა შატაკაშვილი. ბექა შატაკაშვილი გორიდან იყო, ბათუმის სასულიერო სემინარიის სტუდენტი და ღვთისმშობლის ტაძრის სტიქაროსანი. იგი ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარში მსახურობდა.
intermedia.ge

No comments:

Post a Comment