Tuesday, April 2, 2019

ცოლის შერთვაზე, მომავალზე ოცნებობდა და ყველაფერი წამში დამთავრდა..." - რას ყვებიან 26 წლის ბიჭზე, რომელიც თბილისში მშენებლობაზე დაიღუპა

31 მარტს, თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვასორი ახალ­გაზ­რდა კაცი ემსხვერ­პლა. ისი­ნი ვა­კე­ში, ყო­ფი­ლი ლე­ჩკომ­ბი­ნა­ტის შე­ნო­ბა­ში მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მიწა ჩა­მო­ი­შა­ლა და ორი­ვე ჩა­ი­ყო­ლა. 35 მაშ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ეძებ­და ახალ­გაზ­რდებს, სამ­წუ­ხა­როდ, ვერც ერთი მათ­გა­ნის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა...

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მომ­ხდა­რი­დან ცოტა ხან­ში 26 წლის ბიჭს მი­აგ­ნეს, თით­ქმის 8-სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ იპო­ვეს მაშ­ვე­ლებ­მა მე­ო­რე - 44 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც გო­რი­დან იყო, მას მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი დარ­ჩა. გარ­დაც­ვლი­ლის 17 წლის ვაჟი იმ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მო­შო­რე­ბია შემ­თხვე­ვის ად­გილს, უყუ­რებ­და რო­გორც ცდი­ლობ­დნენ მაშ­ვე­ლე­ბი მისი მა­მის პოვ­ნას.
.

გლო­ვაა და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯა­ხებ­ში. ახ­ლობ­ლებს ძა­ლი­ან უჭირთ მათ­ზე წარ­სულ დრო­ში სა­უ­ბა­რი. 26 წლის და­ვით აბე­სა­ძე ჭი­ა­თუ­რა­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, სა­ფა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა და­ამ­თავ­რა, მისი ოჯა­ხი ჭი­ა­თუ­რა­ში, ავა­რი­ო­ნის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობს.დათო ოჯა­ხის უფ­რო­სი შვი­ლი იყო. 4 ძმა ჩემს თვალ­წინ გა­ი­ზარ­და. ძა­ლი­ან მი­ჭირს მას­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი. ძა­ლი­ან თბი­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, მშრო­მე­ლი, სხვებ­ზე მზრუნ­ვე­ლი, სათ­ნო და კე­თი­ლი ბიჭი იყო. ოჯახს ეკო­ნო­მი­უ­რად უჭირ­და, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­დნენ შვი­ლე­ბის­თვის არა­ფე­რი მო­ეკ­ლოთ. მარ­თლა მაქ­სი­მუმს აკე­თებ­დნენ. 4 ვა­ჟის გაზ­რდა არ არის იოლი საქ­მე...
და­თოს მამა მა­ღა­რო­ში მუ­შა­ობ­და, შემ­ცი­რე­ბა­ში მოყ­ვა და კარ­გა ხა­ნია უმუ­შე­ვა­რია. დე­და­მი­სი ჭი­ა­თუ­რა­ში, სა­ბა­გი­რო­ში მე­მან­ქა­ნედ წლე­ბია მუ­შა­ობს. არ ვიცი მაია რო­გორ გა­და­ი­ტანს შვი­ლის სიკ­ვდილს. სა­ოც­რად მზრუნ­ვე­ლი დე­დაა, სხვი­სი გა­სა­ჭი­რი გულ­თან რომ მი­აქვს ისე­თი. ერთ კორ­პუს­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობ­დით. ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე, პა­ტი­ო­სა­ნი ბი­ჭე­ბი გა­ზარ­დეს, ძა­ლი­ან უჭირ­დათ ეკო­ნო­მი­უ­რად, მაგ­რამ კა­ნონ­დარ­ღვე­ვა არა­სო­დეს ჩა­უ­დე­ნი­ათ. თა­ვი­სით გა­იკ­ვა­ლეს გზა ბი­ჭებ­მა. წა­მო­ი­ზარ­დნენ და შრო­მობ­დნენ, თვი­თონ იწყობ­დნენ ცხოვ­რე­ბას. ერ­თმა ძმამ იმა­ვე კორ­პუს­ში იყი­და ბინა, 4 ძმი­დან ორი - ბექა და გოგა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია.
და­თოს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყო­ლია, სექ­ტემ­ბერ­ში უნდა ჰქო­ნო­და ქორ­წი­ლი. ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, ბევ­რს შრო­მობ­და, ეტყო­ბა პი­რო­ბე­ბი რომ მო­ე­წყო და უცებ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და. მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გოგო გო­რი­დან არის. ცხე­და­რი თბი­ლი­სი­დან რომ ჩა­მო­ას­ვე­ნეს ჭი­ა­თუ­რა­ში, ის გო­გოც მოჰ­ყვა, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია..
ambebi.ge

No comments:

Post a Comment