Tuesday, April 2, 2019

სოცმუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს

სოციალურმა მუშაკებმა თბილისსა და რეგიონებში ერთკვირიანი გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან. როგორც imedinews-ს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, რაისა ლიპარტელიანმა განუცხადა, სოციალური მუშაკები პროფესიულ კავშირს შექმნიან.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„რიგი საკითხები ისევ ღიად რჩება. კერძოდ, ხელფასების საკითხი. ასევე, სამუშაო პირობების და ინფრასტრუქტურის გაუმართაობის თემა. უახლოეს დღეებში სოციალური მუშაკები შექმნიან პროფკავშირებს და საკუთარი პრობლემების გადაწყვეტაში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან“, - განმარტა რაისა ლიპარტელიანმა. 
მისი თქმით, სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება გარკვეულწილად იმიტომ მიიღეს, რომ სისტემა გაუმართავად მუშაობდა. „ძველ განცხადებებზე რეაგირება ფაქტობრივად არ ხდებოდა, თუმცა მინისტრი აცხადებდა, რომ სისტემაში ხარვეზები არ იყო“.
სოციალური მუშაკები ერთი კვირიის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ. გასულ კვირაში ისინი ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სოცმუშაკებს ხელფასი 2020 წლიდან გაეზრდებათ. სამინისტრომ გაფიცული სოციალური მუშაკების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით 4-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. სოცმუშაკები შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალური მუშაკებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment