Sunday, April 7, 2019

დაგეგმილზე 3 თვით ადრე, დეპორტით მომიწია დაბრუნება" - რას ჰყვება "ბონდო" ისრაელში ცხოვრებასა და რეალურ ოჯახზე

პექ­ტაკ­ლებ­სა და ფილ­მებ­ში მსა­ხი­ობ გია გო­გიშ­ვილს ბევ­რი როლი უთა­მა­შია, თუმ­ცა ამ­ჟა­მად, სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი", მის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟის - ბონ­დოს გამო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლია. მარ­თა­ლია, სე­რი­ალ­ში ხში­რად არ ჩნდე­ბო­და, უფრო მე­ტიც - თით­ქმის 2 წელი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" სა­ერ­თოდ აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, მაგ­რამ მა­ინც ყვე­ლა მას­ზე ლა­პა­რა­კობ­და, მისი გმი­რის უსაქ­ცი­ე­ლო­ბის გამო... გა­ირ­კვა, რომ ბონ­დოს მიერ ცო­ლის ღა­ლა­ტი მსა­ხი­ო­ბის სა­ქარ­თვე­ლო­დან გამ­გზავ­რე­ბის ბრა­ლი ყო­ფი­ლა, სე­რი­ალ­ში კვლავ გა­აქ­ტი­უ­რე­ბა კი - ის­რა­ე­ლი­დან დე­პორ­ტა­ცი­ის...

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

- ქუ­თა­ის­ში და­ვი­ბა­დე. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, გა­გა­ნია კო­მუ­ნიზ­მის პე­რი­ო­დი იყო. მგო­ნი, მე-8 კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა ბრეჟნე­ვი მოკ­ვდა (იცი­ნის)... სო­ფელ მა­რან­ში ხში­რად ჩავ­დი­ო­დი - იქაც ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს... ქუ­თა­ის­ში ისეთ პე­რი­ოდ­ში მო­მი­წია ცხოვ­რე­ბამ, როცა ყვე­ლა "ძველ­ბი­ჭობ­და"... 2 უფ­რო­სი და მყავს, რომ­ლებ­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად, გამ­ზარ­დეს - მშობ­ლე­ბი სულ მუ­შა­ობ­დნენ. ფეხ­ბურთზე დავ­დი­ო­დი - ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა (მე­კა­რე­ო­ბა) მინ­დო­და. რაკი სი­მაღ­ლე­ში არ გა­ვი­ზარ­დე, თავი და­ვა­ნე­ბე. გუნ­დის წევ­რებს ნერ­ვე­ბი ჰქონ­დათ და­წყვე­ტი­ლი, როცა კუ­თხურს მა­წო­დებ­დნენ - ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ვი­ყა­ვი. ისე, მა­ნამ­დე იმე­დის­მომ­ცე­მი ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­ლდით... მე­ა­თე კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა ძა­ლი­ან კარ­გმა მსა­ხი­ობ­მა ავთო სა­ხამ­ბე­ლი­ძემ მი­თხრა, - ჩემ­თან, მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში (ქუ­თა­ის­ში) მო­დიო. არ ვიცი, ჩემ­ში რა და­ი­ნა­ხა, მაგ­რამ მას შემ­დეგ და­ი­წყო ჩემი "და­ღუპ­ვა" - მსა­ხი­ო­ბო­ბა გა­დავ­წყვი­ტე.
შემ­დეგ მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რშიც ვთა­მა­შობ­დი, მერე ჯარ­ში წა­ვე­დი... მა­მას არ უნ­დო­და, მსა­ხი­ო­ბი გავმხდა­რი­ყა­ვი, რის გა­მოც შინ დიდი კონ­ფლიქ­ტი იყო. ჯა­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე. თავ­და­პირ­ვე­ლად, გივი სარ­ჩი­მე­ლი­ძის ჯგუფ­ში ვი­ყა­ვი, შემ­დეგ ლე­ვან წუ­ლა­ძის ჯგუფ­ში (ხელ­მძღვა­ნე­ლად გიზო ჟორ­და­ნია ით­ვლე­ბო­და) გა­და­ვე­დი. როცა დუტა სხირტლა­ძე ჭო­ლას ჯგუფ­ში გად­მო­ვი­და, მას შემ­დეგ დავ­მე­გობ­რდით და დღემ­დე ერ­თად მოვ­დი­ვართ. სულ ერ­თად ვი­ყა­ვით, ერ­თად გვე­ძი­ნა... შემ­დეგ რუს­თა­ველ­ზე თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფი შე­იქ­მნა. სა­მე­გობ­რომ ყვე­ლა­ზე კარ­გი წლე­ბი იქ გა­ვი­ა­რეთ. საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი თე­ატ­რი იყო. ბი­ლე­თე­ბი 20-25 ლა­რად იყი­დე­ბო­და და არ იშო­ვე­ბო­და. მერე იყო ერთი მსა­ხი­ო­ბის თე­ატ­რი, სა­დაც ზი­უს­კინ­დის "კონ­ტრა­ბა­სი" ნინო ახვლე­დი­ან­მა დად­გა - ამ მო­ნოს­პექ­ტაკლში ვთა­მა­შობ­დი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ასე­ვე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის, თუ­მა­ნიშ­ვი­ლის, მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რში ვთა­მა­შობ­დი. მქონ­და გა­და­ღე­ბე­ბიც. შე­იძ­ლე­ბა დიდი რო­ლე­ბი არ მქონ­და, მაგ­რამ ხუმ­რო­ბენ, - არ არ­სე­ბობს სე­რი­ა­ლი, რომ გი­ა­ლია არ იყოს "შიგ­ნი­თო". ასე­ვე ამე­რი­კულ პრო­ექ­ტში - "ლე­გენ­დე­ბი" გა­და­მი­ღეს. დიდი არა­ფე­რი - ერთ დღე­ში მოვ­რჩით: უბ­რა­ლოდ, ჩემი გმი­რი ოჯახს და­ემ­შვი­დო­ბა და მოკ­ლეს, მაგ­რამ ისი­ნი ძა­ლი­ან "სხვა­გან არი­ან".
მთა­ვარ როლს შონ ბინი ას­რუ­ლებს, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი გახ­ლავთ. გა­და­სა­ღე­ბად ამე­რი­კა­ში წას­ვლა არ მო­მიხ­და - სტუ­დი­ას პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი ჩე­ხეთ­ში აქვს და ჩე­ხეთ­ში გახ­ლდით (ეს ის­რა­ელ­ში ჩემს გამ­გზავ­რე­ბამ­დე მოხ­და)... თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლა 1994 წელს და­ვას­რუ­ლე. მას შემ­დეგ მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ­დი. ახლა შტატ­ში არ ვარ, რად­გან 2 წელი სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ სპექ­ტაკ­ლებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი გახ­ლა­ვართ...
- რას გვე­ტყვით ის­რა­ელ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე?
ის­რა­ელ­ში გამ­გზავ­რე­ბა უცებ გა­დავ­წყვი­ტე. მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის - "მე­ზობ­ლე­ბი" პრე­მი­ე­რის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით. "მზა­რე­უ­ლებ­ზე" ვმუ­შა­ობ­დით. კი­დევ იყო რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი. უკვე ისე­თი რე­ჟი­მი მქონ­და, რომ ცო­ტა­თი "გა­ვაფ­რი­ნე". თან, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც იყო... თით­ქმის 2 წელი ის­რა­ელ­ში ვი­ყა­ვი - თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ­დი.
- მი­გიწ­ვი­ეს?
- არა, თა­ვად წა­ვე­დი და კა­ნო­ნი და­ვარ­ღვიე - ცუდი ბიჭი ვარ: 3 თვის ნაც­ვლად, ქვე­ყა­ნა­ში 2 წელი გავ­ჩერ­დი.
- იქ რო­გორ ცხოვ­რობ­დით?
- ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე. და­მეხ­მარ­ნენ, რომ არ "დავ­კარ­გუ­ლი­ყა­ვი". ორ თვე­ში თე­ატ­რში (უფრო ზუს­ტად, ეს არის თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე, რო­მელ­საც დასი ქი­რა­ობს) მი­ვე­დი, სა­დაც ტექ­ნი­კურ მხა­რეს ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი. ბო­ლოს ისე გა­მო­ვი­და, რომ თით­ქმის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბას ვას­რულ­დებ­დი (იცი­ნის), მაგ­რამ იქ კა­ბი­ნეტ­ში მჯდო­მი დი­რექ­ტო­რი იშ­ვი­ა­თო­ბაა - ყვე­ლა საქ­მეს აკე­თებ. მთა­ვა­რია, კლი­ენ­ტი კმა­ყო­ფი­ლი იყოს.
ის­რა­ელ­ში თქვე­ნი პრო­ფე­სი­ით არ გი­მუ­შა­ვი­ათ?
- არა, ივ­რი­თუ­ლად რო­გორ ვი­თა­მა­შო? ერთხელ რუ­სუ­ლი დასი იყო მო­სუ­ლი. მე­პატ­რო­ნეს­თან ისე­თი ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, რომ მი­თხრა, - ვე­ტყვი და სპექ­ტაკლში ითა­მა­შე, რუ­სუ­ლი ხომ იციო? უარი ვუ­თხა­რი - "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა­ში" რუ­სუ­ლად, ქარ­თუ­ლი აქ­ცენ­ტით მო­ლა­პა­რა­კე ლო­რენ­ცო რომ შე­მო­ვარ­დე­ბა, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო იქ­ნე­ბა-მეთ­ქი... ის­რა­ელ­ში ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი არის, მაგ­რამ იქ მის­ვლის დროც არ მრჩე­ბო­და. ის­რა­ელ­ში კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზის გამო ვი­ყა­ვი. 90%-ით მი­ზანს მი­ვაღ­წიე. დიდი მად­ლო­ბა ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს (იღი­მის).
- ის­რა­ელ­ში ცხოვ­რე­ბამ მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ას გარ­კვე­ულ­წი­ლად, ხომ არ მოგ­წყვი­ტათ?
- მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია ისე­თია, რომ მა­ინც თა­მა­შობ, როცა ადა­მი­ა­ნი არა­ლე­გა­ლუ­რად გა­და­ად­გილ­დე­ბი - ვი­ღაც სხვა კა­ცის რო­ლის თა­მა­ში გი­წევს, რომ ქუ­ჩა­ში არ "აგიყ­ვა­ნონ". მოკ­ლედ, ბო­როტ­მოქ­მე­დი ვი­ყა­ვი, ოღონდ - არა სის­ხლის სა­მარ­თლის, სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სი და­ვარ­ღვიე. მე­ო­რე სამ­სა­ხუ­რიც მქონ­და (მერე იქი­დან წა­მო­ვე­დი): დიდი ოფი­სი იყო, გვერ­დით - სა­ა­ვად­მყო­ფო. როცა მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - რე­ი­დი­აო, წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­თომ ანა­ლი­ზის პა­სუ­ხე­ბით ხელ­ში, პა­ცი­ენ­ტის როლს ვთა­მა­შობ­დი, იქა­უ­რო­ბას წრეს და­ვარ­ტყამ­დი ხოლ­მე, რომ არა­ვის გა­ვე­ჩე­რე­ბი­ნე. როცა პო­ლი­ცი­ას და­ვი­ნა­ხავ­დი, ვცდი­ლობ­დი, რო­გორ­მე ებ­რა­ელს დავ­მსგავ­სე­ბო­დი... სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აპ­რილ­ში ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურ­მა გა­მა­ჩე­რა და და­გეგ­მილ­ზე 3 თვით ადრე, დე­პორ­ტით მო­მი­წია უკან დაბ­რუ­ნე­ბამ.
"სცე­ნა­რის­ტი გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­ვა­ყე­ნე"
- რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბი და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი­დან მი­დი­ხარ, უფ­ლე­ბა არ გაქვს, გა­იქ­ცე და გაქ­რე. ამის შე­სა­ხებ სა­მუ­შაო ჯგუფს 1 კვი­რით ადრე მა­ინც უნდა შე­ა­ტყო­ბი­ნო, რომ სცე­ნა­რის­ტი მო­ემ­ზა­დოს. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ბონ­დოს მიერ ცო­ლის ღა­ლა­ტი და ში­ნი­დან გაქ­ცე­ვა ის­რა­ელ­ში ჩემი გამ­გზავ­რე­ბის ბრა­ლია, რა თქმა უნდა. ამ ამ­ბავს ის­რა­ელ­შიც ჰქონ­და გაგ­რძე­ლე­ბა: ხალ­ხი მცნობ­და. ბა­თუმ­სა და ქო­ბუ­ლეთ­ში პლაჟ­ზე მა­ი­მუ­ნი რომ დაჰ­ყავთ სუ­რა­თის გა­და­სა­ღე­ბად, ისე ვი­ყა­ვი. ამ­ბობ­დნენ, - ბონ­დო აქ ყო­ფი­ლა, ჩვენ ეგ­ვიპ­ტე­ში გვე­გო­ნა, გვა­ტყუ­ებ­დნე­ნო (იცი­ნის)... მოკ­ლედ, სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რის­ტმა სცე­ნა­რი გა­და­ა­კე­თა. შემ­დეგ, კას­ტინ­გის მე­ნე­ჯერ­მა - ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ უკვე იცო­და, რომ დაბ­რუ­ნე­ბას ვა­პი­რებ­დი და ჩემი პერ­სო­ნა­ჟის შე­სა­ხებ ამ­ბის წერა უკვე და­ი­წყეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სე­რი­ა­ლის წინა სე­ზო­ნი ბონ­დოს შე­მოს­ვლით და­ას­რუ­ლეს, ახლა კი ამ­ბა­ვი გრძელ­დე­ბა - გა­და­ღე­ბე­ბი და­ი­წყო... სე­რი­ა­ლის ერთი ეპი­ზო­დი ტე­ლე­ფო­ნი­თაც ჩავ­წე­რეთ - ასე ვთქვათ, ის­რა­ე­ლი­დან სა­ტე­ლე­ფო­ნო როლი ვი­თა­მა­შე. ის­რა­ელ­ში 3 კაცი ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. "ჯო­კერს" თა­მა­შობ­დნენ, როცა ეპი­ზოდს ვწერ­დით. სე­რი­ა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ხმა­უ­რი­აო. რა მექ­ნა? ხალ­ხს სახ­ლი­დან ვერ გავ­ყრი­დი. აბა­ზა­ნა­ში შე­ვე­დი, მაგ­რამ - ექო­აო... ქუ­ჩა­ში ვერ გა­ვი­დო­დი - და­მი­ჭერ­დნენ... მოკ­ლედ, რო­გორ­ღაც, ის სცე­ნა ჩავ­წე­რეთ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment