Monday, April 8, 2019

10 აპრილამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსს მიაღწევს

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 10 აპრილამდე ძირითადად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 10 აპრილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +23+28, სანაპირო რაიონებში +17 +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20,+25 გრადუსის ფარგლებში იქნება.
„11 აპრილს შედარებით აგრილდება და იწვიმებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში
interpressnews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment