ჩინეთში დანით შეიარაღებული კაცი დაწყებით სკოლაში შეიჭრა და ბავშვებს თავს დაესხა. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.
შემთხვევა ჰუნანის პროვინციაში მოხდა. ბოლო მონაცემებით, 2 ბავშვი დაიღუპა, კიდევ 2 ადამიანი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ 31 წლის თავდამსხმელი უკვე დააკავა. დანაშაულის მოტივი და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment