Tuesday, April 2, 2019

სექსუალური ძალადობის საქმეზე ილუზიონისტ დევიდ ბლეინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ნიუ-იორკის პოლიციამ სექსუალური ძალადობის საქმეზე ილუზიონისტ დევიდ ბლეინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ CNN-ი იუწყება. 
Daily Beast-ის ინფორმაციით, რომელმაც გამოძიების დაწყების შესახებ ცნობა პირველმა გაავრცელა, გამომძიებლებმა ჩვენება 2 ქალს ჩამოართვეს. ერთ-ერთი მათგანის მტკიცებით, 1998 წელს ის ილუზიონისტის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 
2017 წლის შემოდგომაზე დევიდ ბლეინი ბრიტანელი მოდელის ნატაშა პრინსის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. 1 წლის შემდეგ Sun-მა დაწერა, რომ პოლიციამ გადაწყვიტა, ილუზიონისტისთვის ბრალი არ წაეყენებინა. მოდელის მტკიცებით, ბლეინმა ის 2004 წლის ზაფხულში გააუპატიურა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment