Tuesday, April 2, 2019

კალაძე: როცა ვნახე კადრები, ვინ იყვნენ აქციის ორგანიზატორები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა...

რო­დე­საც ვნა­ხე კად­რე­ბი, თუ ვინ იყ­ვნენ ამ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­და - სო­ლი­და­რო­ბის ქსე­ლის აქ­ცი­ას ახ­ლდა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­მად­გე­ნე­ლი, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ჭავ­ჭა­ვა­ძის N5-ში გუ­შინ გა­მარ­თულ აქ­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კახა კა­ლა­ძის თქმით, ის მზად იყო შეხ­ვედ­რო­და ახალ­გაზ­რდებს და მათ­თვის გა­ეც­ნო ის პრო­ექ­ტე­ბი, რაც თბი­ლი­სის მე­რი­ამ შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.
"ჩემ­თვის პი­რა­დად გა­უ­გე­ბა­რია მო­თხოვ­ნე­ბი. მე ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა გუ­შინ მომ­ხდარ ფაქტს, რო­მელ­საც ჩემი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რო­გორც მი­თხრეს არის ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც აპ­რო­ტეს­ტებს მუ­შე­ბის უფ­ლე­ბებს და ითხოვს შეხ­ვედ­რას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრთან და მერ­თან. მე რა თქმა უნდა, თან­ხმო­ბა გან­ვა­ცხა­დე და აღ­ვნიშ­ნე, რომ მზად ვარ შევ­ხვდე ადა­მი­ა­ნებს, მო­ვუს­მი­ნო, მი­ვა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა გა­კეთ­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და.
.

გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე, თბი­ლი­სის მე­რი­აც იყო ინი­ცი­ა­ტო­რი გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, რო­მელ­თა ინი­ცი­რე­ბა გა­სულ წელს მო­ვახ­დი­ნეთ, ეს ეხე­ბო­და მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბას, თვი­თონ მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის უფ­ლე­ბებს, მათ უსაფრ­თხო­ე­ბას და ა.შ. ამ ყვე­ლა­ფერს ავუხ­სნი­დი ახალ­გაზ­რდებს, თუმ­ცა თუ რო­გორც გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა. რო­დე­საც მე ვნა­ხე კად­რე­ბი, თუ ვინ იყ­ვნენ ამ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, თუ ვინ იყ­ვნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­და. ამ აქ­ცი­ას ახ­ლდა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­მად­გე­ნე­ლი, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა და აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ, თუ ვინ დგას ამის უკან და ვინ მარ­თავს ამ ჯგუფს", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.
თბი­ლი­სის მერი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და.
"ყვე­ლა­ნა­ი­რი თვალ­საზ­რი­სით გა­მარ­თუ­ლი იყო სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. დე­ტა­ლებ­ზე გა­მი­ჭირ­დე­ბა სა­უ­ბა­რი. ალ­ბათ, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ად­გე­ნენ, თუ რა მოხ­და და რას­თან გვაქვს საქ­მე. რაც შე­ე­ხე­ბა მშე­ნე­ბელ კომ­პა­ნი­ას, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის შე­დე­გად, რო­დე­საც გან­ხორ­ცი­ელ­და ინ­სპექ­ტი­რე­ბა და შე­მოწ­მე­ბა, დო­კუ­მენ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში ჰქონ­დათ", - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, N5-ში მდე­ბა­რე სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტზე მი­წის ჩა­მოშ­ლას, ორი დღის წინ, ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment