Sunday, April 7, 2019

ბათუმი თევზისა და ზღვის პროდუქტების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

ბათუმი თევზისა და ზღვის პროდუქტების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. ბათუმში ბულვარში წარმოდგენილია საქართველოში, უკრაინაში და თურქეთში წარმოებული თევზეული და მისგან მომზადებული ტრადიციული კერძები. 
ფესტივალი მიზნად ისახავს აქვაკულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნაში თევზის წარმოების დარგში ჩართული ორგანიზაციებისა და პირების ურთიერთდაკავშირებას, მათ შორის გამოცდილებების გაზიარების და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვას.
ღონისძიება ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“- ს, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის „სენი“ და ალიანს ჯგუფის ორგანიზებით იმართება.
ფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად დაესწრო.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment