Sunday, April 7, 2019

ვინ არიან მსოფლიოში უმდიდრესი ქალები და როგორ იშოვეს ფული

გამოცემა BBC-იმ მსოფლიოში უმდიდრესი ქალები დაასახელა.
გამოცემის ცნობით, ყველაზე გავლენიანია ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი, რომელიც Forbes-ის რეიტინგში მე-15-ა და 49,3 მილიარდ დოლარს ფლობს. ფრანსუაზამ მემკვიდრეობა დედისგან მიიღო, რომელიც პარფიუმერიის კომპანია L'Oréa-ს ფლობდა. ბოლო მონაცემებით, ფრანსუაზა აქციების 33%-ს ფლობს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


BBC-ის რეიტინგში მესამეა ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი მაკკენზი ბეზოსი, რომლის ქონებაც 35,6 მილიარდი დოლარია. ეს არის მხოლოდ Amazon-ის აქციების ფასი. Forbes-ი მაკკენზი ბეზოსის ქონებას ქმართან გაყრის შემდეგ თავიდან დაითვლის.   
მაკკენზი ბეზოსი 48 წლისაა. ის ჯეფ ბეზოსს ცოლად 1993 წელს გაჰყვა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ. 
BBC-ის რეიტინგში მეოთხეა ჟაკლინ მარსი. მისი ქონება 23,9 მილიარდი დოლარია. ის Forbes-ის რეიტინგში 33-ე ადგილზეა. 79 წლის ქალბატონი კომპანია Mars-ში, რომელიც შოკოლადს აწარმოებს მესამედს ფლობს. კომპანია 1911 წელს დაარსა მისმა ბაბუამ ფრენკ მარსომ. 
ჟაკლინ მარსი კომპანიაში 2016 წლამდე 20 წლის განმავლობაში მუშაობდა. ახლა ის კომპანიის დირექტორთა საბჭოშია.
BBC-ის რეიტინგში მეხუთეა იან ხუეანი, რომელიც 22,1 მილიარდ დოლარს ფლობს. ის ჩინეთში ყველაზე მდიდარი ქალია. ის Forbes-ის რეიტინგში 42-ე ადგილზეა.
37 წლის იან ხუეანი დეველოპერული კომპანია Country Garden Holdings-ის აქციებს ფლობს. მან აქციების 57% მემკვიდრეობით მამისგან მიიღო
BBC-ის რეიტინგში მე-6 და მე-7 ადგილებს სიუზან კლატენი და ლორინ პაუელ ჯობსი ინაწილებენ.  
სიუზან კლატენი 21 მილაირდ დოლარს ფლობს და Forbes-ის რეიტინგში 42-ე ადგილზეა.
ხოლო სტივ ჯობსის (Apple) დამფუძნებლის ქვრივი  ლორინ პაუელ ჯობსი Forbes-ის რეიტინგში 54-ე ადგილზეა და 18,6 მილიარდ დოლარს ფლობ
imedinews.ge

No comments:

Post a Comment