Thursday, April 4, 2019

ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის სიკვდილით დასჯიან

დიდი რაოდენობის ნარკოტიკებით ექსპორტის და იმპორტისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში სიკვდილით დასჯიან. სასჯელის უმაღლესი ზომა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დააწესა.
რუსული მედიის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკების ფლობისთვის სასჯელის ზომა სამუდამო პატიმრობა, დასჯის განსაკუთრებული ზომა კი სიკვდილით დასჯა იქნება. 
ახალი, ე.წ. კანონმდებლობის ნორმები 2020 წლიდან ამოქმედდება. 
საქართველოს ოკუპირებული რეგიონის მარიონეტულმა რეჟიმმა სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი 2007 წელს გამოაცხადა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment