ნატოს საიუბილეო მინისტერიალზე ერთ-ერთი მთავარი აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე კეთდება. ამ კონტექსტში კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მთავარი დასაყრდენი უკრაინა და საქართველოა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ალიანსში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ნატოს საპასუხო ნაბიჯები რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე , კიბერთავდასხმებზე, დემოკრატიულ პროცესებში ჩარევასა და ნატოს მოკავშირეების შევიწროებაზე.
ნატომ შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამოქმედო პაკეტი შეათანხმა, რომელიც უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებას გულისხმობს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ვაშინგტონის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა ზომების მიღება შეგვიძლია დამატებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შევათანხმეთ სამოქმედო პაკეტი, რაც უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერის გაზრდას გულისხმობს. ეს მოიცავს საზღვაო ძალების წვრთნას, პორტებში ვიზიტებს, სწავლებებსა და ინფორმაციის გაცვლას,“-აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო მინისტერიალი მიმდინარეობს. რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ესწრება. ღონისძიება ორგანიზაციის 70 წლის იუბილეს ემთხვევა.
განსახილველ საკითხებს შორისაა მე-5 თაობის ინტერნეტი და ჩინეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული რისკები.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment