Thursday, April 4, 2019

ექსკლუზიური ინტერვიუ რუს ბლოგერთან, რომელიც პუტინის რეჟიმს გაექცა - "ქართველებს აქვთ ერთობა, სომხებს აქვთ ერთობა, რუსებს კი არაფერი..."

ასე იც­ნო­ბენ რუს ბლო­გერს დი­მიტ­რი ივა­ნოვს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. ბლო­გე­რის youtube-ს არხს მი­ლი­ონ ნა­ხე­ვარ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს, ყო­ველ ვი­დე­ოს კი ასე­უ­ლო­ბით ათა­სი ნახ­ვა. Kamikadzedead-ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ბევ­რი თემა, რუ­სე­თის შიგ­ნით თუ მის გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი ხვდე­ბა, თუმ­ცა ყვე­ლა მათ­გა­ნი ძი­რი­თა­დად ერთ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა - კრემ­ლის და პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მწვა­ვე კრი­ტი­კას.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ცოტა ხნის წინ ივა­ნოვ­მა ერთ-ერთი ვი­დე­ობ­ლო­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში მცო­ცავ ანექ­სი­ას მი­უ­ძღვნა.
მწვა­ვე თე­მე­ბის წა­მო­წე­ვი­სა და კრემ­ლის კრი­ტი­კის გამო ბლო­გერს პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­უ­პი­რის­პირ­და. Youtube-ს სა­კუ­თარ არხზე "კრემ­ლის ბო­ტე­ბის" მო­გე­რი­ე­ბის შემ­დეგ, ბლო­გერს ქუ­ჩა­ში მის სახ­ლთან ახ­ლოს ნამ­დვი­ლი თავ­დამ­სხმე­ლე­ბის მო­გე­რი­ე­ბაც მო­უხ­და. ამის შემ­დეგ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სამ­შობ­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და სა­ცხოვ­რებ­ლად უფრო უსაფრ­თხო ად­გი­ლას, პრა­ღა­ში გა­და­სუ­ლი­ყო.


რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი რუსი ბლო­გე­რი AMBEBI.GE-ს ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­თან­ხმდა. მას­თან სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის თე­მით და­ვი­წყეთ.
რო­გორ აფა­სებთ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ულ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას და რო­გო­რია თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბით?
- 2002 წლი­დან იწყე­ბა აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის აღი­ა­რე­ბის ის­ტო­რია რუ­სე­თის მიერ. 2006 წელს რუ­სე­თი გულ­წრფე­ლად ამ­ბობს, რომ მზად არის თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ცა­ვად თავს და­ეს­ხას სა­ქარ­თვე­ლოს. 2008 წელს კი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჯა­რე­ბის შეყ­ვა­ნა. ამი­ტომ, ვინც ფიქ­რობს, რომ ყი­რი­მი პუ­ტი­ნის პირ­ვე­ლი თა­მა­შია, ეს სიც­რუ­ეა. სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში იყო იგი­ვე, თუმ­ცა რა­ტომ­ღაც მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­და­წყვი­ტა არ ეხ­მა­უ­რა და დღემ­დე აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბია. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, აღი­ა­რე­ბუ­ლია რუ­სე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მიერ.
- თქვენ ერთ ბლოგ­ში თქვით, რომ გირ­ჩევ­ნი­ათ რუ­სე­თი სა­კუ­თარ სა­ზღვრებ­ში გან­ვი­თარ­დეს... რამ­დე­ნია რუ­სეთ­ში ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც ისე­ვე ფიქ­რო­ბენ, რო­გორც თქვენ? ისი­ნი, ვინც მხარს არ უჭე­რენ რუ­სე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ას ?
- რუ­სე­ბი წლე­ბია ით­მე­ნენ არ­სე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პუ­ტი­ნის სა­ხით. ის ატა­რებს ამ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას, ლავ­როვ­თან, ზა­ხა­რო­ვას­თან და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად. თუ ეს არის რუ­სე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა და მო­სახ­ლე­ო­ბა მხარს უჭერს პუ­ტინს, გა­მო­დის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა მხარს უჭერს მსგავს აგ­რე­სი­ულ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას.
ბლო­გე­ბის გა­და­ღე­ბი­სას ჩემი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ადა­მი­ა­ნებს ავუხ­სნა, რომ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მსოფ­ლი­ოს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­რა­თი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ ჩვენს სა­დარ­ბა­ზო­ში ყვე­ლა­ფე­რი ინ­გრე­ვა, სა­ხუ­რა­ვი­დან ლო­ლო­ე­ბი ცვი­ვა და მო­ქა­ლა­ქე­ებს თავს უტე­ხავს. აი, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და არა ის, წა­ვარ­თმევთ თუ არა უკ­რა­ი­ნას ყი­რიმს, ის­ტო­რი­უ­ლად არის თუ არა ის ჩვე­ნი, ამის გან­ხილ­ვაც კი არ შე­იძ­ლე­ბა!
არის ქვეყ­ნე­ბის დად­გე­ნი­ლი სა­ზღვრე­ბი და რუ­სე­თი უნდა გან­ვი­თარ­დეს თა­ვის სა­ზღვრებ­ში, უნდა გა­ნა­ვი­თა­როს არა ჯარი და "როსგვარ­დია" („როსგვარ­დია“ 340 ათას სამ­ხედ­როს აერ­თი­ა­ნებს; გვარ­დი­ე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კით, აპა­რა­ტუ­რი­თა და ია­რა­ღით არი­ან აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი. ქვე­და­ნა­ყო­ფი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არ ემორ­ჩი­ლე­ბა და ბრძა­ნე­ბებს კრემ­ლი­დან იღებს), არა­მედ სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და მე­დი­ცი­ნა. რა­ტომ­ღაც ასეთ ცხად რა­ღა­ცებს რუ­სეთ­ში ვერ იგე­ბენ.
ასე რომ, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ვფიქ­რობთ, რომ რუ­სეთ­მა თავი უნდა და­ა­ნე­ბოს თა­ვის პრე­ტენ­ზი­ას ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, უმ­ცი­რე­სო­ბა­ში ვართ.
- რამ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რია სა­ქარ­თვე­ლოს თემა რუ­სეთ­ში და ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა პრო­პა­გან­და, რომ გა­ა­მარ­თლონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ოკუ­პა­ცია?
- 2018 წელს, რო­დე­საც რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის ათი წლის­თა­ვი იყო, გა­მო­ვი­და მთე­ლი რიგი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ფილ­მე­ბი. რა თქმა უნდა, მე ისი­ნი არ მი­ნა­ხავს, ვეჭ­ვობ­დი რა, რომ იქ არა­ფერს ახალს არ ყვე­ბოდ­ნენ 2008 წლის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ.
ტე­ლე­ვი­ზო­რით მო­სახ­ლე­ო­ბას ტყუ­ილს აჭ­მე­ვენ! სა­ქარ­თვე­ლო­ზე უკვე ნაკ­ლე­ბად, ახლა მთა­ვა­რი დღის წეს­რიგ­ში უკ­რა­ი­ნაა. იქ ხომ არ­ჩევ­ნე­ბია და უკ­რა­ი­ნის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია და სწო­რედ ამას ეძღვნე­ბა პრა­იმ-ტა­იმ­ში ყვე­ლა თოქ-შოუ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლურ არ­ხებ­ზე, ასე რომ გი­ხა­რო­დეთ, რომ დღეს თქვენ­ზე აღარ არის სი­უ­ჟე­ტე­ბი!
- რამ­დე­ნა­დაც ვიცი, თქვენ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დით და­გე­ტო­ვე­ბი­ნათ თქვე­ნი ქვე­ყა­ნა. რო­გორ გა­ი­ძუ­ლათ კრემ­ლმა ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა?
- უბ­რა­ლოდ სა­ში­ში გახ­და მოს­კოვ­ში ცხოვ­რე­ბა. პუ­ტი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ში­ში გახ­და ცხოვ­რე­ბა. ამის შემ­დეგ და­ვი­წყე ნივ­თე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და გა­დას­ვლის­თვის მზა­დე­ბა, შემ­დეგ კი, როცა სახ­ლთან ახ­ლოს თავს ორი მა­ხინ­ჯი და­მეს­ხა, რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცის მოგ­ზავ­ნი­ლე­ბი, არა­ნა­ი­რი კი­თხვა აღარ დარ­ჩა, და­ვი­წყე უფრო სწრა­ფად მზა­დე­ბა, რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი.
არ მინ­და გა­ვა­მახ­ვი­ლო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა იმა­ზე, რომ სა­ში­ში და სა­ხი­ფა­თოა - არა­ფე­რი მსგავ­სი, უბ­რა­ლოდ, უკე­თე­სია სხვა­გან გა­დახ­ვი­დე სა­ცხოვ­რებ­ლად, თუ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არის. არ შე­იძ­ლე­ბა რე­ჟი­მის გე­ში­ნო­დეს. თუ მას შიშს აჩ­ვე­ნებ, ეს ნიშ­ნავს, რომ აძ­ლევ იმას რაც სურს. იმი­ტომ რომ ეს მა­ხინ­ჯე­ბი კრემლში ცო­ფი­ა­ნი ძაღ­ლე­ბი­ვით არი­ან, ისი­ნი გრძნო­ბენ და სჯე­რათ მხო­ლოდ ში­შის. თუ ისი­ნი ვერ ხე­და­ვენ შიშს ოპო­ნენ­ტში, მათ თვი­თონ ეში­ნი­ათ, ხოლო რო­გორც კი ხე­და­ვენ შიშს, მა­შინ­ვე მშვიდ­დე­ბი­ან.
- რო­გორ აღ­მოჩ­ნდით კრემ­ლის ყუ­რა­დღე­ბის ობი­ექ­ტში?
- ცხა­დია, მწვა­ვე თე­მე­ბის წა­მო­წე­ვით, რა­ზეც ვყვე­ბო­დი და ვყვე­ბი, ახლა კი­დევ უფრო მწვა­ვედ ვყვე­ბი. სი­მარ­თლის გამო, რო­მე­ლიც არ უნდა გა­მოჩ­ნდეს რუ­სეთ­ში. ჩვენ ხომ აბ­სო­ლუ­ტუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო შიმ­ში­ლი გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში. არ აძ­ლე­ვენ ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გან­სხვავ­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სის­გან. ეს მა­ო­ცებს! ვინ გა­და­წყვი­ტა, რომ ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რია და ვინ გა­და­წყვი­ტა რომ პუ­ტი­ნი არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­საზ­რე­ბა?!
მე ვფიქ­რობ, რომ უკეთ ვერ­კვე­ვი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, ვიდ­რე სა­ხელ­მწი­ფო დუ­მა­ში მყო­ფი 450 უნი­ჭო იდი­ო­ტი, მე უკეთ ვერ­კვე­ვი იმა­ში, თუ რა პრობ­ლე­მე­ბი აქვს მო­სახ­ლე­ო­ბას, იმი­ტომ რომ ამას ყო­ველ­დღე ვხე­დავ, ყო­ველ­დღე ვყვე­ბი არ­სე­ბულ­ზე. ისი­ნი კი რა­ღაც სი­სუ­ლე­ლეს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­მე­ლიც არა­ნა­ი­რად არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან.
- თქვენ თავს და­გეს­ხათ ფაქ­ტობ­რი­ვად კრემ­ლის ბო­ტე­ბის მთე­ლი ჯარი, რას გავს მათ­თან ბრძო­ლა და რო­გორ მუ­შა­ობს რუ­სე­თის პრო­პა­გან­და?
- ბევ­რი სხვა­დას­ხვა სა­ხის ბო­ტია რუ­სეთ­ში. არი­ან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ბო­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უბ­რა­ლოდ ფუ­ლის­თვის, არა­რე­გუ­ლა­რუ­ლად სხვა­დას­ხვა მა­სა­ლის ქვეშ კო­მენ­ტა­რებს ტო­ვე­ბენ youtube-ზე, ისი­ნი ფუ­ლის გამო ყვე­ლა­ფერს და­წე­რენ. არის კი­დევ მე­ო­რე კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ "როსგვარ­დი­ა­ზე" მუ­შა­ობს. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?! "როსგვარ­დი­ას" აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლა ბრძა­ნე­ბა­ზე "დის­ლა­ი­კი" მის­ცეს კონ­კრე­ტულ ვი­დე­ო­ზე.
თუმ­ცა, არა­ფე­რი არ არის იმა­ზე სა­ხა­ლი­სო, ვიდ­რე კრემ­ლის ბო­ტებ­თან ბრძო­ლა. ეს ყვე­ლა­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა ინ­ტერ­ნეტ­ში. მათ არ იცი­ან, რო­გორ ისა­უბ­რონ, მათ მხო­ლოდ იცი­ან, რო­გორ შექ­მნან ფლე­ი­ლის­ტე­ბი youtube-ზე. ერ­თმა­ნეთს გა­მომ­წე­რებს უმა­ტე­ბენ, რომ youtube-ის ალ­გო­რით­მმა ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნოს და არ წა­შა­ლოს ისი­ნი.
სქე­მა ასე­თია: "ბო­ტებს" დი­ლი­დან უგ­ზავ­ნი­ან გეგ­მას, რა თე­მე­ბი უნდა "აწი­ონ" და რას მი­აქ­ცი­ონ მეტი ყუ­რა­დღე­ბა. ამი­ტომ, ვი­საც აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ კრემ­ლის ბო­ტე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად უყუ­რონ სე­რი­ალ Homeland-ს - იქ რა­საც აჩ­ვე­ნე­ბენ, სა­ბავ­შვო ბა­ღია და რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რა­დაა. ამა­ზე იხარ­ჯე­ბა მარ­თლაც რომ წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი ფული, იმი­ტომ რომ ეს ყოფ­ნის ამე­რი­კის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვა­საც.
Facebook-მა და Twitter-მა უკვე აჩ­ვე­ნეს და და­ამ­ტკი­ცეს, რომ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ბო­ტე­ბი აღ­წევ­დნენ Facebook-ში არ­სე­ბულ სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფებ­ში, სხვა­დას­ხვა პოს­ტებ­ზე, რომ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ კო­მენ­ტა­რე­ბი და შე­ე­ტა­ნათ არე­უ­ლო­ბა, შე­ექ­მნათ იმის ილუ­ზია, რომ ამე­რი­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბა გახ­ლე­ჩი­ლია. ამ პრინ­ცი­პით­ვეა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ის გახ­ლე­ჩი­ლია. რუსი ხალ­ხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით ას­წლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე ვერ შეძ­ლებს სა­ერ­თო აზ­რამ­დე მის­ვლას, იმი­ტომ რომ გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მათ არ აქვთ ერ­თი­ა­ნო­ბა. აი, ქარ­თვე­ლებს აქვთ ერ­თო­ბა, სომ­ხებ­საც აქვთ ერ­თო­ბა, რუ­სებს კი არა­ფე­რი არ აქვთ, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის წყურ­ვი­ლის გარ­და
ambebi.ge

No comments:

Post a Comment