11 წლის ბავშვი, რომელსაც დღეს გორში ავტომანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის სამხედრო ჰოსპიტალის პრესსამსახურში
განუცხადეს, სტაციონარში
შეყვანისას ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რადგან
სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.
ველოსიპედით მოსიარულე
11 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომანქანა დღეს დაეჯახა. ავარიის შედეგად მოზარდმა
სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით
გამოძიება მიმდინარეობს.
ipn.ge
No comments:
Post a Comment