ჩხენკელმა განმარტა, თუ რა მიზეზით ჩატარდა შეხვედრა 30 მაისს თსუ-ში. რექტორის მოადგილის თქმით, უნივერსიტეტის ყოფილმა თანამშრომელმა შეცდომაში შეიყვანა ფაკულტეტის ადმინისტრაცია და აუდიტორია მოითხოვა სამეცნიერო შეკრებისთვის.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კატეგორიულად ემიჯნება იმ აბსურდულ განცხადებებს რაც ე.წ. სამეცნიერო შეკრებაზე გაკეთდა. ჩვენი უნივერსიტეტი იყო, არის და იქნება ევროპული ღირებულებების ერთგული. უნივერსიტეტის ყოფილმა თანამშრომელმა შეცდომაში შეიყვანა ფაკულტეტის ადმინისტრაცია და აუდიტორია მოითხოვა სამეცნიერო შეკრებისთვის, თუმცა, მოგვიანებით თემატიკა შეცვალა და მოატყუა უნივერსიტეტი. ჩვენი უნივერსიტეტის არც ერთი სტუდენტი, პროფესორი და თანამშრომელი ამ შეხვედრას არ ესწრებოდა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
თსუ-ში ჩატარებულ ღონისძიებაზე პოლკოვნიკმა ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა, რომ ”დღეს საქართველოს მთავრობა არის მძევალი ამერიკის საელჩოს და ამერიკის ელჩის”.
"ამერიკის ელჩმა იმ დონეზე ითავხედა, პანკისის ხეობაში ავიდა და სირიიდან დაბრუნებულ ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლ ტერორისტებს შეხვდა იქ", - განაცხადა წითელაშვილმა.
ipn.ge
No comments:
Post a Comment