მიანმარის სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. კატასტროფას 15 ადამიანი გადაურჩა.
ბორტზე 106 მგზავრი და ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. მიანმარის საავიაციო სამსახურის ინფორმაციით, 105 გარდაცვლილს შორის არიან ბავშვებიც.
თვითმფრინავის ნამსხვრევებს სამძებრო სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე საათში ტავოის ტერიტორიაზე მიაგნეს.
თვითმფრინავი მიეკიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, ქალაქ იანგონში მიფრინავდა, როცა ანდამანის ზღვის ტერიტორიაზე რადარებიდან გაქრა.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამხედრო თვითმფრინავით მშვიდობიანი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაჰყავდათ.
1tv.ge
No comments:
Post a Comment