„როლან გაროსის“ ქალთა ტურნირზე ბოლო ორი ნახევარფინალისტი გაირკვა. ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და დაძაბული მატჩი ჩაატარეს რუმინელმა, სიმონა ჰალეპმა და უკრაინელმა, ელინა სვიტოლინამ.
პრაქტიკულად, პირველი ორი სეტის განმავლობაში, სვიტოლინა ანადგურებდა მეტოქეს. ანგარიში - 6:3, 5:1 იყო. ჩოგბურთელს ნახევარფინალში გასასვლელად კიდევ ერთი გეიმის მოგება სჭირდებოდა. თუმცა, ჰალეპმა მეორე სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, ერთი მატჩბოლი მოიგერია და 8:6 მოიგო მე-13 გეიმი. მესამე პარტიაში რუმინელმა ადვილად გაანადგურა ფსიქოლოგიურად გატეხილი მეტოქე - 3:6, 7:6(6), 6:0.
დღევანდელი დღის მეორე მეოთხედფინალში ჩეხმა, კაროლინა პლიშკოვამ ორ სეტში - 7:6(3), 6:4 დაამარცხა ფრანგი კაროლინ გარსია.
შესაბამისად, ხუთშაბათს, ქალების ტურნირის ნახევარფინალში შეხვდებიან:
ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიცარია)-ელენა ოსტაპენკო (ლატვია).
სიმონა ჰალეპი (რუმინეთი)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი).
1tv.ge
No comments:
Post a Comment