ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა პიარკამპანია, ასევე ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსდება ბანერები, რომლებიც მოქალაქეებს არსებული წესების დაცვისკენ მოუწოდებს.
"შემუშავებული გვაქვს სანქციები, პიარ აქტივობები, რომ ურჩი მოქალაქეები დაჯარიმდნენ. 2 კილოგრამამდე ნარჩენის დაყრა 80 ლარით ჯარიმდება, 2 კილოგრამზე მეტი ნარჩენის დაყრაზე პირი 100 ლარით დაჯარიმდება. ყველაზე ხშირად ვაწყდებით სიგარეტის ნამწვისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენის დაყრის შემთხვევებს.
წელს გვქონდა შემთხვევა, როდესაც დაჯარიმდა იურიდიულიი პირიც, რომელმაც სამშენებლო ნარჩენი დატოვა ბულვარის ტერიტორიაზე და მას 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწია. შეზღუდვები ვრცელდება შინაური ცხოველების ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებაზეც.
მოვუწოდებთ დამსვენებლებსაც და ადგილობრივებსაც, რომ დაუყოვნებლივ დაასუფთაონ ტერიტორია და საბელის გარეშე ნუ გაასეირნებენ ძაღლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 20 ლარით დაჯარიმდებიან. წელს სიახლეც გვაქვს - ველობილიკის მიღმა, შიდა ლოკაციებზე მოძრაობა გამოიწვევს პირის 20 ლარით დაჯარიმებას.
ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მონიტორინგი ყოველდღიურად 09:00 საათიდან 00:00 საათამდე, განხორციელდება", - აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.
Allnews.ge
No comments:
Post a Comment