Wednesday, June 21, 2017

პირველი კადრები მეტროსადგურ "უნივერსიტეტიდან"

მეტროსადგურ "უნივერსიტეტში" ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებულია, მიმდინარეობს დენის კაბელების შეერთება, წვრილ-წვრილი მოსაპირკეთებელი სამუშაოები და სატესტო რეჟიმისთვის მომზადება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს მეტროსადგურ უნივერსიტეტის ინჟინერმა, რამაზ დალაქიშვილმა განუცხადა.
"დაგვრჩა გასუფთავება, ჩართვა და ტესტირების დაწყება. შუქნიშნებისა და სხვა უამრავი დანადგარის შემოწმება უკვე დაიწყო. პროცედურებისთვის გარკვეული დროა საჭირო," - განმარტა რამაზ დალაქიშვილმა.

მეტროსადგურ უნივერსიტეტის ექსპლუატაციაში შესვლა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოხდება. "უნივერსიტეტიდან" ამოსასვლელი ვაჟა-ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდება. მგზავრები, ჯამში სულ 4 ამოსასვლელით ისარგებლებენ.
ახალი მეტროსადგურის მშენებლობას "აზიის განვითარების ბანკი" აფინანსებს და მისი ღირებულება, დაახლოებით 83,000,670 ლარია.
Allnews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

 
 

No comments:

Post a Comment