ლომისობის დღესასწაულზე 20-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 65 მაშველი მუშაობს. დახმარება ათეულობით პირს დასჭირდა. მათ ნაწილს სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
ლომისობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მომლოცველები, უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, სიმაღლიდან ჩამოსვლისას დაშავდნენ. დაშავებულებს მაშველებმა პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს და საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგიერთი მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებამდე მიიყვანეს.
ყველა დაზარალდებულის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
No comments:
Post a Comment