Wednesday, June 7, 2017

მსოფლიოს უდიდესი საზღვაო ხომალდი 2022 წლისთვის აშენდება

ევროპულმა კომპანია MSC Cruises-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაინერის მშენებლობა დაანონსა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
საზღვაო ხომალდის მშენებლობა, ფრანგული გემთმშენელობის კომპანიის მონაწილეობით, 2022 წელს უნდა დასრულდეს. მსოფლიოში ყველაზე დიდ გემს 6 850 მგზვარის გადაყვანა შეეძლება. ლაინერზე სულ 760 კაიუტა განთავსდება.
სპეციალისტების გათვლით, საზღვაო ხომალდის წონა 220 000 ტონა, სიგრძე- 330 მეტრი, ხოლო სიგანე- 47 მეტრი იქნება.
ლაინერზე მოეწყობა სპეციალური ზონა ოჯახური დასვენებისთვის. დაგეგმილია წყალქვეშა კონსტრუქციის მოწყობა, სადაც მსურველებს შეეძლებათ, მინის კედლებიდან დააკვირდნენ ზღვის სამყაროს. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment