ავღანეთის ქალაქ ლაშკარ-გაჰში, ბანკთან ავტომობილი აფეთქდა. შედეგად 29 ადამიანი გარდაიცვალა, 60 კი დაშავდა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეარაღებული ჯგუფი ბანკ New Kabul Bank-ს დაესხა თავს. ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის პრესსპიკერის ცნობით, ბანკში აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც იქ მოქალაქეები და უსაფრთხოების ძალებში მომუშავეები ხელფასების ასაღებად მივიდნენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment