Thursday, June 22, 2017

მოწმე: სააკაშვილი საბიუჯეტო თანხებით ძვირადღირებულ საჩუქრებს ყიდულობდა

"მიხეილ სააკაშვილმა მარიამ საჯაიას და ივანა მელაის საბიუჯეტო თანხებით შეძენილი ძვირადღირებული ყელსაბამები აჩუქა. მარიამ საჯაიას საჩუქარი 3 000-ლარიანი იყო. საჩუქრები ადრესატებს მე გადავეცი" - განაცხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, მალხაზ შარიაშვილმა სასამართლო სხდომაზე.
ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას საქმეზე კიდეც ერთი მოწმე დაიკითხა - სდსს-ს ყოფილი თანამშრომელი ვალერიან კილაძე.
"პრეზიდენტის სტუმრებისთვის საჩუქრებს გასაიდუმლოებულ ვითარებაში ყიდულობდნენ, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. 1 000-ლარიანი საცურაო კოსტიუმიც შეიძინეს", - განაცხადა ვალერიან კილაძემ.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment