პოზიცია B - ადამიანები, რომლებიც ამ პოზიციაში სხედან არიან მეოცნებენი. მათ აქვთ არაჩვეულებრივი წარმოსახვა და უყვართ ოცნება. მათთან არასდროს მოიწყენთ, ვინაიდან მათ ხშირად უჩნდებათ ახალი და საინტერესო იდეები. მათ სურთ მოგზაურობა და ახალი მეგობრების შეძენა. ისინი მოუთმენლად ელიან ორშაბათს ან ახალ წელს, რათა ახალი ფურცლიდან დაიწყონ ცხოვრება. იმპულსურები არიან, ხშირად მოულოდნელად იცვლიან გარეგნობას, პარტნიორს, სამსახურს, საცხოვრებელ ქალაქს - ეს მათთვის ნორმალური მოვლენებია.
პოზიცია C - ამ ადამიანებმა იციან, რას ნიშნავს კომფორტი. ისინი ვიქენდს არ ხარჯავენ მაღაზიებში სიარულში სასურველი ჩაცმის სტილის შესარჩევად, თუმცა ხარჯავენ კარგი პარფიუმერიისა და საცხებისთვის. მათი ურთიერთობა სამოსთან ძალიან მძიმეა, ვინაიდან ცვალებადები და არაპროგნოზირებადები არიან. სხვა ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ გარშემო ქაოსია, თუმცა ეს ქაოსი მათთვის ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენს. მათ სისუსტეს წარმოადგენს ის, რომ არ შეუძლიათ ერთ საგანზე ფოკუსირება და ყურადღების დიდ ხანს კონცენტრირება.
პოზიცია D - ამ ადამიანებს არ უყვართ, როცა სადმე იგვიანებენ და არც ის უყვართ, როცა სხვა იგვიანებს. ისინი არიან ჭკვიანები, ინტელექტუალები და მგრძნობიარენი. თავს არაკომფორტულად გრძნობენ, როცა სხვა ადამიანები გამოხატავენ საკუთარ ემოციებს საზოგადოებრივ ადგილებში. ( მაგალითად, როცა მეუღლეები კოცნიან და ჩხუბობენ ქუჩაში) ადამიანები, რომლებიც ასე სხედან და ბოლომდე ეყრდნობიან საკუთარ ფეხებს, არიან გახსნილები, პირდაპირები და ზოგჯერ თავხედებიც კი. არ უყვართ, როცა ვინმე გარემოს ანაგვიანებს. თუ ადამიანი ამ პოზიციაში ეყრდნობა ქუსლებს, ისინი მზად არიან ყველას დაუპირისპირდნენ.ამ ადამიანებისთვის სამყარო არამეგობრული გარემოა, სახლი კი - თავშესაფარი, რომლის კედლებშიც უამრავ პრობლემას მალავენ. ნებისმიერ შენიშვნას ისინი ღებულობენ იმის მანიშნებლად, რომ რაღაც კარგად ვერ არის და სწრაფად გადმოდიან კონტრშეტევაზე.
პოზიცია E - ასეთი ადამიანები არ არიან იმპულსურები, არ ქმნიან ოჯახს სანამ არ მიიღებენ განათლებას და არ აიწყობენ კარიერას. მათ მიაჩნიათ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. მათ ახასიათებთ სიჯიუტე და ისწრაფვიან ცხოვრებისეული მიზნის მიღწევისკენ. ამბიცია მათი მთავარი და ძლიერი იარაღია, რომლის მეშვეობითაც ივიწყებენ ყოფით პრობლემებს და იბრძვიან ოცნების ასახდენად. მათი გარეგნობა მათთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და ვერც კი წარმოიდგენთ, რისი გაკეთება შეუძლიათ კარგი გარეგნობის შესანარჩუნებლად. ამ ყველაფრის მიუხედავად, მათი სულის სიღრმეში მაინც არის ერთი პატარა დაუცველი ადგილი.
pomada.ge
No comments:
Post a Comment