მიჩიგანის აეროპორტში დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელს დაესხა თავს. ინციდენტის შედეგად სამართალდამცველმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებმა მომხდარი ტერორისტული აქტად შეაფასეს. მედიის ინფორმაციით, თავდასხმამდე მამაკაცი ალაჰის სადიდებელ სიტყვებს სკანდირებდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელს ჩხრეკისას კანადის პასპორტი აღმოაჩნდა. მომხდარის გამო აეროპორტში მგზავრებისა და თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა. დროებით გადიადო რეისებიც.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment