ოკუპირებული
რეგიონის დე ფაქტო ლიდერს ე.წ. თანაგუნდელი, დე ფაქტო პარლამენტის
ვიცე-სპიკერი დიმიტრი ტასოევი უპირისპირდება. მიზეზი, ე.წ. საკანონმდებლო
ორგანოს ხელმძღვანელის პოსტია, რომელზეც „ედინაია ოსეწიამ“ არა ტასოევი,
არამედ რუსული ტელეკომპანია „ენტევეს“ ყოფილი ჟურნალისტი პეტრე გასიევი
დაასახელა.
დიმიტრი
ტასოევმა ვიდეომიმართვა თავად ჩაწერა და სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი
განმარტებით, დე ფაქტო პარლამენტის ფრაქციის სხდომა, სადაც ე.წ.
კანდიდატურაზე იმსჯელეს, არა ე.წ. პარლამენტში, არამედ დე ფაქტო
პრეზიდენტის კაბინეტში ჩატარდა.
„პარლამენტის
სპიკერის პოსტზე კანდიდატის შესარჩევად სახელმწიფოს პრეზიდენტი, თავად
ატარებს „ერთიანი ოსეთის“ საპარლამენტო ფრაქციის სხდომას, თავის კაბინეტში,
მე-8 სართულზე. ეს გაუგონარი ამბავია. ეს ნონსენსია. ამასთან, უხეშად იყო
დარღვეული კანონით გაწერილი პროცედურა. არ იყო სტენოგრამა, არ გაფორმებულა
პროტოკოლები, რომელზეც ხელი უნდა მოეწერა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს და
ფრაქციის ხელძღვანელს ანუ მე. მათ ყველა მორალური და კანონიერი ნორმები
დააღვიეს. ასეთ უღირსს დამოკიდებულებას, ვაფასებ როგორც ხალხისთვის
მიფურთხებას, შესაძლო დანაშაულებრივი შეთქმულებად და ხალხის სასტიკად
მოტყუების მცდელობად“, - აცხადებს ე.წ. პარტია „ერთიანი ოსეთის“
პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ვიდეო მიმართვაში.
რაც
შეეხება თავად დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. ახლადარჩეულ სპიკერს - პეტრე
გასიევს, დიმიტრი ტასოევი მასაც ღიად უპირისპირდება და აცხადებს, რომ „მას
სამხრეთ ოსეთისთვის აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია“.
დე
ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე პარტიის
საგანგებო ყრილობის მოწვევას ითხოვს, რათა „ადამიანთა გარკვეული ჯგუფის“
ქმედებები იქნას გამოძიებული.
შეგახსენებთ,
რომ დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდორედ ე.წ. „ერთიანი ოსეთის“ პარტიის
წევრი, რუსული ტელეკომპანია „ენტევეს“ ყოფილი ჟურნალისტი პეტრე გასიევი
ე.წ. საკანონმდებლო ორგანომ 7 ივნისს, ხმათა უმრავლესობით აირჩია.
1tv.ge
No comments:
Post a Comment