მადლენ ოლბრაიტი ცნობილია თავისი სიმბოლური გულსაბნევების კოლექციით. მან წიგნიც კი გამოსცა სახელწოდებით „წაიკითხეთ ჩემი გულსაბნევები: ისტორიები დიპლომატიური ზარდახშიდან“.
მადლენ ოლბრაიტი 64-ე სახელმწიფო მდივნად 1997-2001 წლებში მოღვაწეობდა. ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი იყო ამერიკის ისტორიაში. დღეს მადლენ ოლბრაიტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. იგი თბილისში „მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის“ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და პროგრამის მონაწილე ლიდერი ქალები დააჯილდოვა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს, შემაჯამებელ ღონისძიებაზე თამარ ტალიაშვილმა თავის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ქალთა უფლებების დაცვასა და პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში მათი გაძლიერების მიზნით უკვე განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე. სიტყვის დასასრულს კი მადლენ ოლბრაიტს ქართული კულტურის სიძველისა და თანამედროვე კრეატიულობის ნიმუშად ქართული არტეფაქტის მიხედვით შექმნილი გულსაბნევი გადასცა, რომლის ორიგინალი აღმოჩენილია ახალგორის არქეოლოგიური გათხრებისას და ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნით თარიღდება.
ipn.ge
No comments:
Post a Comment