თუ პედაგოგები ბავშვებს წინასწარ დადგენილ ადგილებში წაიყვანენ და გასვლით გაკვეთილს ჩაუტარებენ, მაშინ მათ დამატებითი ანაზღაურების მიღების საშუალება ექნებათ – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ინიციატივა არ ნიშნავს, რომ ექსკურსია დღეს არსებული ფორმით აღარ იარსებებს.
„ჩვენ გვინდა რომ [ექსკურსიამ] გასვლითი გაკვეთილის ფორმა მიიღოს. ტრადიციული ექსკურსიის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გვინდა რომ მეტი შემეცნებითი დატვირთვა გვქონდეს. შევქმნით კატალოგს. მიმღები ორგანიზაციების კატალოგს, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის. ჩვენ ვეუბნებით სკოლებს, რომ თუ ამ კონკრეტულ ადგილებში წაიყვანენ ბავშვებს და ჩაატარებენ ასე ვთქვათ გასვლით გაკვეთილს, მაშინ მასწავლებლებს, დამატებითი ანაზღაურების მიღების საშუალება ექნებათ“,- განაცახადა ჯეჯელავამ.
მინისტრის განმარტებით, ამ პროგრამის დანერგვა წელს დაიწყო, უკვე იყო ცალკეული შემთხვევები, მომავალი წლიდან კი უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
სასკოლო ექსკურსიებისთვის განსხვავებული დატვირთვის მინიჭების შესახებ მინისტრი მარტის თვეში, დირექტორთა საბჭოს სხდომებზე საუბრობდა.
„იუსტიციაც ძალიან მონდომებულია ამ მიმართულებით, ასევე მუზეუმები, თეატრები, სპორტული დაწესებულებები, ვფიქრობ წელს თუ 100 ობიექტი გვექნება, მომავალ წელს შეიძლება 1000-იც იყოს. კატალოგის ონლაინ ვარიანტიც იქნება და ბეჭდურიც, სადაც პირდაპირ ეწერება სად შეიძლება წაიყვანო კლასი თუ გაქვს სურვილი და იდეა”.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment