Wednesday, June 7, 2017

ჯეჯელავა: იმ ბავშვებს, ვინც საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა, ელით ბედნიერი ცხოვრება

"ვინც საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა იმ ბავშვებს ელით ბედნიერი ცხოვრება. იმიტომ რომ დასაქმება პროფესიულ განათლებაში არის უფრო მაღალი", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ "რეალურ სივრცეში" განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში სამსახურს ეძახიან მხოლოდ საჯარო სამსახურს, მშობლებს არ უნდათ თავიანთმა შვილებმა იშრომოს. 

"სამსახური ჩვენთან ეწოდება გამგეობაში იურისტის თანამდებობას და ადამიანი რომ შრომობს და რაღაცას აკეთებს არა, ეგეთი სამსახური არ გვინდა შვილებისთვის. ოპერატორი არ გვინდა, აი დირექტორი კარგი იქნებოდა. ან განყოფილების უფროსი. ჩვენ თუ გვექნება 3 მილიონ 700 ათასი განყოფილების უფროსის თანამდებობა, ყველა თუ ვიქნებით იურისტი და ელჩი, მოკლედ ქვეყანა არ ვიქნებით და თუ გვინდა ვინმემ საქმე გააკეთოს მაშინ პროფესიული განათლება უნდა დაბრუნდეს მოდაში", - განაცხადა მინისტრმა. 
ipress.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment