Saturday, June 24, 2017

მოსულში ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა

ფრანგი ჟურნალისტი ვერონიკა რობერი, ქალაქ მოსულში აფეთქებისას მიღებული ჭრილობის გამო გარდაიცვალა. ინფორმაციას ავრცელებს BBC
რობერი, ბაღდადიდან გადაგზავნის შემდეგ, პარიზის საავადმყოფოში გარდაიცვალა. აფეთქებისას, რომელიც მოსულში 19 ივნისს მოხდა, ასევე დაიღუპა ქურთი ჟურნალისტი ბახტიად ადდადი და კიდევ ერთი ფრანგი ჟურნალისტი, სამუელ ფორე დაიჭრა. 
ორგანიზაცია "რეპორტიორები საზვრების გარეშეს" ინფორმაციით, 2014 წლიდან ერაყში 28 ჟურნალისტი დაიღუპა. 
ერაყის არმიამ 20 ივნისს, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" შევიწროების ოპერაცია დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერორისტების მცირე ნაწილი, ქალაქ მოსულის მხოლოდ ძველ უბანშია დარჩენილი.
„ისლამური სახელმწიფოსგან“ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ერაყის არმიამ კოალიციურ ძალებთან ერთად 9 თვის წინ დაიწყო.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment