Saturday, June 24, 2017

მეცნიერები: ობი თავის ტკივილებს იწვევს

ფრანგმა მეცნიერებმა თავის ტკივილსა და ობს შორის კავშირი აღმოაჩინეს. მათი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი თავის ტკივილსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემებზე ჩიოდა მაშინ, როდესაც კონკრეტულ შენობაში იმყოფებოდა. შესაბამისი კვლევა ჟურნალ Applied and Environmental Microbiology-ში დაიბეჭდა. 
მეცნიერებმა ექსპერიმენტი სამი სახეობის სოკოზე ჩაატარეს - Penicillium brevicompactum, Aspergillus versicolor და Stachybotrys chartarum. ეს ის სოკოებია, რომლებიც პერიოდულად იზრდებიან ბინის სველ ან ჩაბნელებულ კუთხეებში. 
მათ ააგეს სპეციალური ბინა, რომლის კედლებზე ააკრეს შპალერი და კონდიციონერის იმიტაციისთვის, პერიოდულად, ჰაერის თბილ ნაკადს უშვებდნენ. ობის მილებში გასულ ჰაერს აანალიზებდნენ და აკვირდებოდნენ, რამდენად ჰქონდა კედელს მომატებული სპორები და სოკოვანი მეტაბოლური პროდუქტები. 
აღმოჩნდა, რომ ობთან ერთად, ჰაერში დიდი რაოდენობით ტოქსიკური ნივთიერებები ხვდებოდა. ამ ნივთიერებებს კი შეუძლია გამოიწვიოს მოწამვლა და კანის ალერგია. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment