აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჟურნალისტი კამრან მაჰმუდოვი დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს. მას ადვოკატთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს და განუმარტეს, რომ იძებნებოდა.
ჟურნალისტი საქართველოში მეგობრებთან სტუმრად მიდიოდა.
ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
კამრან მაჰმუდოვი "რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანულ ოფისთან თანამშრომლობდა. ოფისის დახურვის შემდეგ "კანალ 13"-სთვის მუშაობდა. არხის ბაქოს ოფისის ხელმძღვანელი 2 ივნისს დააკავეს. მას პროკურატურა არაკანონიერ მეწარმეობას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment