ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია რამდენიმე პუნქტისგან შედგება, სადაც ევროპარლამენტარებმა როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს. მათ აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდეს.
აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და დროულად უნდა ჩაატაროს გამოძიება ისე, რომ არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს, - ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ”ინტერპრესნიუსს” ევროპარლამენტის მიერ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციისა და ევროპარლამენტარების განცხადებების შეფასებისას განუცხადა.
ipn.ge
No comments:
Post a Comment