Thursday, June 15, 2017

პარლამენტმა მიწის გასხვისებაზე მორატორიუმი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისებაზე მორატორიუმი პირველი მოსმენით მიიღო. მორატორიუმს მხარი არ დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ".
ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე, ჩერდება კანონის მე-4 მუხლის იმ პუნქტების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისებას.
საკონსტიტუციო ცვლილებებით, კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს ანიჭებს და მასზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით მოითხოვს.
მმართველი გუნდი კონსტიტუციით სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიყიდვის აკრძალვას აპირებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, აკრძალვა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე უარყოფითად არ აისახება.
საქსტატის ინფორმაციით, პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიცია არ განხორციელებულა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment