Tuesday, June 20, 2017

ფილიპინების სკოლაში მძევლები აიყვანეს

სლამური სახელმწიფოს მოკავშირე ტერორისტულმა დაჯგუფებამ ფილიპინების კოტაბატოს პროვინციის სკოლაში მძევლები აიყვანა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით კი, მოსწავლეები მძევლებს შორის არ არიან. თვითმხილველების თქმით, ისმოდა სროლის ხმა. სამხედროებმა სკოლამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს.
უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ფილიპინების სამხრეთით სამთავრობო ძალებსა და ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ ქვეყნის სამხრეთ პროვინციაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment