თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე გვიან ღამით დაწყებული დაპირისპირება გამთენიისას განიმუხტა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ათობით ეკიპაჟი. მრევლი ბერი ნიკოლოზის ნაქირავებ სახლში შეშვებას ითხოვდა. მას სახლის მეპატრონე არ უშვებდა, სიტყვიერი შეურაცხყოფის და მუქარის გამო. შეკრებილებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწო, რაც მრევლმა სახლში შესვლა ძალით სცადა. ერთ-ერთი ქალბატონი სიმაღლიდან გადმოხტომით იმუქრებოდა. სახლის მეპატრონეს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მოელაპარაკა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ბერი ნიკოლოზი სახლში შეუშვეს.
საპატრიარქოში განმარტავენ, რომ ბერ ნიკოლოზს მღვდელმსახურება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზის გამო 20 წელია შეჩერებული აქვს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment