Thursday, June 15, 2017

ალექსანდრე ჯეჯელავამ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ”ოპონენტების ოცნება” უწოდა

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ”ოპონენტების ოცნება” უწოდა.
ალექსანდრე ჯეჯელავა ”ინტერპრესნიუსთან” შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
”ეს არის ჩვენი ოპონენტების ოცნება. მე რაც მინისტრის პოსტზე ვარ, ყოველთვე საუბრობენ სამთავრობო ცვლილებებზე, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
რაც შეეხება დედაქალაქის მერობის სავარაუდო კანდიდატ კახა კალაძესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ალექსანადრე ჯეჯელავას განცხადებით, თუკი კახა კალაძე მერობის კანდიდატი გახდება, რა თქმა უნდა, ის თანამდებობიდან გადადგება.
ipn.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment