Wednesday, June 21, 2017

ამიერიდან, პედაგოგები ბიულეტენის თანხას სრულად მიიღებენ

ამიერიდან საჯარო სკოლის პედაგოგები ბიულეტენით განსაზღვრული ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლებენ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №87/ნ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის შეიცვალა დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი. ბიულეტენის თანხა დაანგარიშდება მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების შეჯამებული რაოდენობიდან.
“დაკმაყოფილდა განათლების სამინისტროს წინადადება. 16 ივნისიდან საჯარო სკოლის მასწავლებლები ისარგებლებენ ანაზღაურებადი ბიულეტენით. შეჯამებულად დაითვლება თანამდებობრივი სარგო, დანამატები და ზეგანაკვეთური ანაზღაურება. აქამდე ასეთი წესებით სარგებლობდნენ მხოლოდ ძალოვანი უწყების თანამშრომლები. ცვლილებები უკვე ძალაშია. პროცედურულად კი არაფერი იცვლება. ჩვეულებისამებრ,  დროებით შრომისუუნარო პედაგოგი მიდის კლინიკაში, იქ უხსნიან საავადმყოფოს ფურცელს, მკურნალობის დასრულების შემდეგ დაიხურება ბიულეტენი, წარადგენს სამსახურში და მას აუნაზღაურდება გაცდენილი დღეები,” – განუცხადა EDU.ARIS.GE – ს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ.
წლების განმავლობაში, პედაგოგებს ავად გახდომის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ და იძულებულნი იყვნენ სამსახურეობრივი მოვალეობა შრომისუუნარობის დროსაც შეესრულებინათ. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება თანამდებობრივ სარგოდ და დანამატებად იყოფა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #87/ნ ბრძანების ძველი რედაქციის შესაბამისად კი დანამატები ბიულეტენით არ ანაზღაურდებოდა.
პედაგოგების ეს პრობლემა EDU.ARIS.GE-მ გასულ თვეში გაასაჯაროვა. სტატიით სხვადასხვა საჯარო უწყებები და მედიასაშუალებები დაინტერესდნენ. მაშინ, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებში აცხადებდნენ, რომ პრობლემას, მოკლე დროში მოაგვარებდნენ. ერთი თვის თავზე კი, სახელმწიფომ კანონი პედაგოგებისთვის სასარგებლოდ შეცვალა.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment