კონსტიტუციის
ახალი ჩანაწერი გახდება იმის მტკიცე გარანტია, რომ სასოფლო სამეურნეო
დანიშნულების მიწის რესურსი არ გასხვისდება საქართველოს მოქალაქეობის
არმქონე პირებზე , -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ
ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის
კომიტეტში დღეს მიწის საკუთრების უფლების კონსტიტუციურ მოწესრიგებაზე უნდა
იმსჯელონ.
„პრემიერ-მინისტრის,
სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო გუნდს შორის გამართული კონსულტაციის
საფუძველზე ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად მკაფიო და
მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი და მოქალაქეების
სტრატეგიული ინტერესი. ქართული მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს
სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებისა და მათი გაერთიანებების
საკუთრებაში“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე
თქმით, გადაწყვეტილების მიღება მოხდა მიწის ფაქტორის, არსებული და
პოტენციური საბაზრო ღირებულების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის,
ეკონომიკურ ზრდაში მიწის გასხვისების წვლილის, სასოფლო-სამეურნეო მიწის
დანიშნულების შეძენის არსებული პრაქტიკისა და ეროვნული ინტერესების
გათვალისწინებით.
„კონსტიტუციის
ახალი ჩანაწერი გახდება იმის მტკიცე გარანტია, რომ სასოფლო სამეურნეო
დანიშნულების მიწის რესურსი არ გასხვისდება საქართველოს მოქალაქეობის
არმქონე პირებზე, დაცული იქნება ჩვენი ეროვნული სტრატეგიული ინტერესები.
გარდა ამისა, ამავე მიზნით პარლამენტში ინიციატივის წესით შეგვაქვს
კანონპროექტი, რომელიც შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე
უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე მიწის გასხვისების
სათანადო შესყიდვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1tv.ge
No comments:
Post a Comment