Thursday, June 8, 2017

ნიუ იორკში რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრი 15 ქართველი დააკავეს

ნიუ იორკის სამხრეთით რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე ე.წ. „კანონიერი ქურდია“, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. დაკავებულთაგან 15 ქართველია. 
დაკავებულთა შორის არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ძანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მიხეილ თორაძე, მამუკა ჩაგანავა, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, დიეგო გაბისონია და ნიკოლოზ ჯიქია. 
რუსულ-ქართული სინდიკატის წევრებს ბრალად ედებათ ფულის უკანონოდ გამოძალვა, ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობა, მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება.
ნიუ იორკის შტატის პროკურატურამ კრიმინალური დაჯგუფების 27 წევრს ბრალი უკვე წაუყენა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ რეკეტი და ფულის უკანონოდ გამოძალვა, რასაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ძანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 
ნიუ იორკის პოლიციის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერმა ქურდების დაჯგუფება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ნიუ იორკიდან ლას ვეგასამდე მოქმედებს.
1tv.ge 

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment