Monday, June 5, 2017

გერმანული ენის თვე ბსუ-ში

გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან (DAAD), გოეთეს ინსტიტუტთან, თბილისში ავსტრიულ ბიბლიოთეკასთან და გერმანიის საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების ცენტრალურ უწყებასთან (ZfA) ერთად, აწყობენ „გერმანული ენის თვეს“ სლოგანით „სამი ქვეყანა - ერთი ენა“.
6 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „გერმანული ენის თვის“ ფარგლებში  გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

6 ივნისი, 9:00 საათი, 55-ე აუდიტორია
ღონისძიების გახსნა

09:15 საათი, 55-ე აუდიტორია - ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, თამარ
ცოფურიშვილის ლექცია, „ქალები გერმანულენოვან სამყაროში“

10:00 საათი- 13:00 საათი უნივერსიტეტის ჰოლი (III სართული)
საინფორმაციო გამოფენა - გერმანიის საელჩო, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), გოეთეს ინსტიტუტი, ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, სკოლა - ,,ევრო 2000“

13:00-15:00 საათი, სააქტო დარბაზი
ვიქტორინა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის, გამარჯვებულებს გადაეცემათ საელჩოს მიერ დაწესებული პრიზები.

განათლების სახლის საჩუქარი სკოლებს!

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


No comments:

Post a Comment