“დიახ, საუბარი ბუნებრივია იყო. ბოლოს, მუხრანში, რამდენიმე დღის წინ უმრავლესობასთან დიდი შეხვედრა გვქონდა და დღის წესრიგში ერთერთი თემა ესეც იყო., თუმცა პროცედურულად პოლიტსაბჭო უნდა შედგეს, ბოლო დეტალებზე შევჯერდეთ და და იქ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, რომელსაც ჩვენი გუნდის ლიდერი, პრემიერ-მინისტი ოფიციალურად გააჟღერებს. ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი.” – აცხადებს “აიპრესთან” ინტერვიუში ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.
– ვთქვათ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გუნდმა. თბილისელების რეაქცია არ გადარდებთ? გახსოვთ, ალბათ, დავით ნარმანიაზე რა ამბავი იყო ატეხილი… ისე ამთავრებს თავის მერობას, დღესაც განხილვის თემაა მისი არათბილისელობა. ამაზე თუ გიფიქრიათ? პოლიტიკისოებიც კი არ ერიდებოდნენ წარმოშობაზე საუბარს…
– სადარდებელი რას ნიშნავს? იცით თბილისელობას საკმაოდ უცნაური განმარტებები თანდევს … საერთოდ არ მესმის ის კრიტერიუმები, რითიც ადამიანის შეფასება ხდება ამ მიმართულებით. თბილისი არის მრავალენოვანი და მრავალეროვნებიანი ქალაქი, საქართველოს სხვადახვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანების ქალაქი. ოდითგანვე, ისტორიულად იყო ასე. მეოცე საუკუნის შუიდან დღემდე ეს მიგრაცია უწყვეტ პროცესად იქცა… ალბათ ეს არის ჩვენი ქალაქის განსაკუთრებულობა და ეს მოზაიკური ქალაქი თავისი მრავალენოვანი და მრავალკუთხოვანი მოქალაქეებით, არის რეალობა.
თბილისი უნდა გიყვარდეს, თბილისი უნდა გტკიოდეს, ეს არ არის მარტო სადღეგრძელოს თემა, ეს არის თითოეული აქ მაცხოვრებელი ადამიანის შემადგენელი ნაწილი. თუ როგორც სხეულის ნაწილს ვერ გრძნობს თბილისს – ესე იგი არ ხარ თბილისელი – ესაა ჩემთვის შეფასების კრიტერიუმი. თბილისის სიყვარული, თბილისზე ამაგია თბილისელობის საზომი.
http://info7.ge/
No comments:
Post a Comment