რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ამჟამინდელ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოსახლეობისადმი მიცემული დანაპირების შესრულებაში უშლის ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო РИА ავრცელებს.
"ობამას ადმინისტრაციამ ტრამპს ირგვლივ ბევრი "ნაღმი" დაუტოვა და ისეთი პირობები შეუქმნა, რომელშიც ტრამპი წინასაარჩევნო დანაპირების შესრულებას ვერ ახერხებს. თუმცა ჩვენ რამე რევოლუციურს არც ველოდებით", - განაცხადა პუტინმა ამერიკელ რეჟისორთან ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში.
ოლივერ სტოუნის მიერ ვლადიმერ პუტინზე გადაღებული ოთხსერიანი ფილმი, მიმდინარე კვირაში, ამერიკულ არხზე Showtime-ზე აჩვენეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment