Thursday, June 15, 2017

საპატრულო პოლიციის გადამზადება იწყება

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახაზო-საპატრულო დანაყოფების ყველა პატრულ-ინსპექტორი და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ეტაპობრივად გაივლიან სპეციალური გადამზადების კურსს. ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე ვრცელდება.
სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული ნაწილი ითვალისწინებს პატრულირების განხორციელებასთან დაკავშირებულ და სხვა აქტუალურ საკითხებს. პრაქტიკული ნაწილი კი მოიცავს ტაქტიკურ საპოლიციო, საცეცხლე და ფიზიკურ მომზადებას.

No comments:

Post a Comment