Saturday, June 3, 2017

მუხტარლის ცოლს ძველი თბილისის პოლიციაში ელოდებიან

აზერბაიჯანელი ჟურნალისიტის აფგან მუხტარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას დღეს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკითხავენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მუხტარლის ადვოკატის განცხადებით, პოლიციის შენობაში რამდენიმე წუთში მივლენ. მისი თქმით, დაკითხვის შესახებ ლეილა მუსტაფაიევას 2 ივნისს საღამოს აცნობეს. 
აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში გადაიყვანეს და დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტს პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.
საქართველოს შსს-მ გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით აღძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განმარტებით, აფგან მუხტარლი მწვანე საზღვარზე დააკავეს და არა - გამშვებ პუნქტზე.​

No comments:

Post a Comment