„ვთანამშრომლობთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან. გვინდა, რომ ფინანსური წიგნიერება შემოვიდეს სკოლებში სერიოზულად. ეს არ იქნება არანაირად რთული რაღაც, არამედ ძალიან ყოფითი და პრაქტიკული დანიშნულების. ეს კომპონენტი შევა სამოქალაქო განათლებაში მე–7, მე–8 და მე–9 კლასში. ისწავლიან იგივე ბანკებთან ურთიერთობის საკითხებს – რა არის სესხი, რა არის პროცენტი, რასაც შემდეგ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში შეხვდებიან. ბავშვებმა უნდა გააკეთონ ძალიან გააზრებული არჩევანი, რომ თუკი სწორი დამოკიდებულება გექნება, შეიძლება, რომ სარგებელიც კი მიიღო ბანკისგან“, – განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.
edu.aris.ge
საინტერესოა ეს საგანი დაემატება ამ კლასებს თუ სხვა საგნების საათების შემცირებით დაინერგება!
ReplyDelete