ავთანდილ ხურციძის დაკავების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კრივში მსოფლიო ჩემპიონს კრიმინალური დაჯგუფების წევრობა და მათი დავალებით გარკვეულ პირებზე ფიზიკური ანგარიშსწორება ბრალდება. ინფორმაციას Washington Post ავრცელებს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ ხურციძე საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ის გისოსებს მიღმა უნდა დარჩეს.
გუშინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ავთანდილ ხურციძე და კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს
imedinews.ge
No comments:
Post a Comment