თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებულთა განაჩენი უცვლელად დატოვა.საქალაქო სასამართლომ გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობისთვის 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაკავებულთა ნათესავების პროტესტი მოჰყვა. ისინი სასამართლოში დილიდან შეიკრიბნენ და გამამართლებელ განაჩენს ელოდნენ.
გიორგი ცააძის დამ ირინა ცააძემ განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოში დამატებითი და უტყუარი მტკიცებულებები წარადგინეს, რომელიც გიორგი ცააძის და ირაკლი ფირცხალავას უდანაშაულობას ადასტურებს.
გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას 2006 წლის მაისში კორტების მიმდებარედ ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობას და მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან.
2006 წელს, კორტების სპეცოპერაციისას 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ზურაბ ვაზაგაშვილიც.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment