Friday, June 2, 2017

სუდანში წითელას აცრის შედეგად ბავშვები გარდაიცვალნენ

15 ბავშვი გარდაიცვალა წითელას აცრის შედეგად სამხეთ სუდანში. ინფორმაციას Washingon Post ავრცელებს.
ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვების გარდაცვალების მიზეზი ექიმების დაუდევრობა იყო. როგორც გაირკვა, ვაქცინა არასათანადოდ იყო შენახული და ბავშვებს აცრა, ერთი შპრიციდან გაუკეთდათ.
გარდაცვლილი ბავშვების ასაკი 5 წლამდეა. ხელისუფლება აპირებს, რომ გარდაცვლილთა ოჯახებს კომპენსაცია გადაუხადოს.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment